COVID19
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 719 პირი იმყოფება
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, თვითიზოლაციაში 719 პირი იმყოფება. მათ შორის ყველაზე მეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია და მათი რაოდენობა 326-ს შეადგენს, ყველაზე ცოტა კი ადიგენშია - 9 პირი.

რაც შეეხება კარანტინს, რეგიონში 5 საკარანტინე სივრცეა - აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, ახალციხის ერთ და ბაკურიანის სამ სასტუმროში.

ორკვირიან სავალდებულო პერიოდს ხუთივე საკარანტინე სივრცეში 385 პირი გადის. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი მიქელძის თქმით,

,,ვცდილობთ, რომ ქვეყანაში შემოსული ჩვენი მოქალაქეები, სამცხე-ჯავახეთში განთავსებულ საკარანტინე სივრცეებში მოვახვედროთ, თუ ეს შესაძლებელია, რათა თვითონაც და მათი ოჯახის წევრებიც უფრო მშვიდად იყვნენ" - განმარტავს გიორგი მიქელაძე.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ჯანდაცვის წარმომადგენლები სამართალდამცველებთან ერთად პირველი ზარის შემთხვევაში გადიან შემტხვევის ადგილზე და ურჩი მოქალაქეები შესაბამის ადგილზე გადაჰყავთ.

სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში - აბასთუმანში, ახალციხესა და ბაკურიანში, ხუთი საკარანტინე სივრცეა მოწყობილი.
| Print |