COVID19
აშშ-ში ერთ დღეს 8 ათასზე მეტი პირი დაინფიცირდა
24 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი თითქმის 37 ათასით გაიზარდა.

საქართველოს დროით, 23:30 სთ მონაცემებით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიაშია და 743-ს შეადგენს, 489 - ესპანეთში, 240 - საფრანგეთში. სულ, მხოლოდ 24 მარტს COVID19 -ით 2052 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით 24 მარტს, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დაინფიცირდა 1 174 ადამიანი. მათ შორის რუსეთში - 495, თურქეთში - 343,  სომხეთში - 249 და აზერბაიჯანში - 87 ადამიანი.  მეზობელი ქვეყნებიდან გარდაცვალების 7 ფაქტი დაფიქსირდა მხოლოდ თურქეთში.

რაც შეეხება დაინფიცირების ფაქტებს, სათავეშია:

აშშ - 8003
იტალია - 5249
ესპანეთი - 4540
გერმანია - 3725
საფრანგეთი - 2448
ირანი - 1762
ინგლისი - 1427
შვეიცარია - 1082.


საქართველოს დროით, 24 მარტის 23:30 საათისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჯამში 415 063 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 18 559 გარდაიცვალა, ხოლო 108 293 გამოჯანმრთელდა.
| Print |