COVID19
ბაკურიანის საკარანტინე სივრციდან ერთი პირი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს
ბაკურიანის, ერთ-ერთი საკარანტინე ზონიდან მოქალაქე გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ, ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.

ახალგაზრდა კაცს გუშინ ტემპერატურა დაუფიქსირდა. ის რამდენიმე დღეა ბაკურიანში, კარანტინში იმყოფება.

მოქალაქე, საქართველოში, სავარაუდოდ, ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა და მაშინვე ბაკურიანში იქნა გადაყვანილი.

ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადასტურებენ.

ბაკურიანის სამ სასტუმროში საკარანტინე სივრცე 21 მარტს მოეწყო.
| Print |