COVID19
საქართველოში კორონავირუსით 73 პირი დაავადდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.

ინფორმაციისთვის, 70 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ერთის მოგზაურობის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება, ხოლო ორის - ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ყველა დაფიქსირებული შემთხვევა და მათ შორის, სამი ახალი, იმპორტირებულია.

ჩვენთან ვინც წევს, ყველა შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებული შემთხვევაა ჯერჯერობით, არ ვიცი როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში, მაგრამ კრიტერიუმი, დაავადების შესაძლო შემთხვევის განმარტებად რჩება მოგზაურობის ისტორია და კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან. ყველა პაციენტი ვინც ჩვენთან თავსდება, მათი ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ იყო თვითიზოლაციაში. ნებისმიერის მდგომარეობა მართულია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური აწარმოებს ეპდემიოლოგიური კონტაქტების გამოკვლევას. მოხდება ყველა კონტაქტის გამოკვლევა და გადწყვეტილებების მიღება მოხდება შესაბამისად“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |