COVID19
როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსის სტრესისგან?
აქტიურობა, ღიაობა, სხეულის რელაქსაცია, ნეგატიური ამბების შეზღუდვა და მომავლის დაგეგმვა -მარიამ იველაშვილი საზოგადოებას კორონავირუსის სტრესისგან თავის დასაცავად რეკომენდაციებს აძლევს. 

,,დემოკრატ ქალთა საზოგადოების" ფსიქოლოგი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხუთ რჩევას აძლევს.

1. თუ ხართ თვითიზოლაციაში და ვერ გადიხართ სახლიდან, აუცილებლად იკონტაქტეთ ონლაინ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. დაამყარეთ სოციალური კონტაქტები, ისეთ ადამიანებთან, ვისაც უყვარხართ, გენდობიან და მათთან თავს უსაფრთხოდ გრძნობთ. 

2. არ გაჩერდეთ ერთ ადგილზე და არ მიეცეთ დეპრესიას. შეიძლება, ეს დრო ხელსაქმისთვის გამოიყენოთ.

3.  შეზღუდეთ მედია საშუალებები, რომლებიც ნეგატიურ ამბებს გადმოსცემენ. დააწესეთ ლიმიტი და მაგალითად, დღეში ერთხელ მოისმინეთ საინფორმაციო გამოშვება. 

4. დაგეგმეთ მომავლი - მოგზაურობები, ენის შესწავლა და სხვა. დააწყეთ გეგმები, რომლებიც საკუთარი თავის რეალიზებაში დაგეხმარებათ. როცა ყველაფერი ჩაივლის, უფრო მეტად რეალიზებულები უნდა იყოთ. 

5. ყოველდღიურად, დღეში ერთხელ სხეულისთვის რელაქსაცია საჭიროა. სახლის პირობებში ყველაზე მინიმალური რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ეს არის, რომ მიიღოთ შხაპი ან აბაზანა. ასევე შეიძლება, გადმოიწეროთ სხვადასხვა სავარჯიშო აპლიკაცია - ვარჯიში სხეულის განტვირთვაში დაგეხმარებათ.



| Print |