სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, თვითიზოლაციაში 722 პირი იმყოფება. მათ შორის ყველაზე მეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია და მათი რაოდენობა 337-ს შეადგენს, ყველაზე ცოტა კი ადიგენშია - 9 პირი.
რაც შეეხება კარანტინს, რეგიონში 5 საკარანტინე სივრცეა - აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, ახალციხის ერთ და ბაკურიანის სამ სასტუმროში.
ორკვირიან სავალდებულო პერიოდს ხუთივე საკარანტინე სივრცეში 415 პირი გადის.
ყველაზე მეტი პირი ახალქალაქშია და 337-ს შეადგენს.
ნინოწმინდა - 185
ახალციხე - 124
ასპინძა - 40
ბორჯომი - 27
ადიგენი - 9.
სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში - აბასთუმანში, ახალციხესა და ბაკურიანში, ხუთი საკარანტინე სივრცეა მოწყობილი.