COVID19
სკოლის მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები იწყება
ასპინძის სოფელ რუსთავში ლომიძეების ოჯახში, მოსწავლეები გაკვეთილებს ზოგჯერ თიმსის პროგრამით, ზოგჯერ კი ფეისბუქითა და სმს შეტყობინებით სწავლობენ. მეოთხე კლასელი რომან ლომიძე ამბობს, რომ სწავლა სკოლაში უფრო ადვილია.


კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული საგანგებო ზომების გამო შესაძლებელია სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდეს. დისტანციური სწავლების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობის შედეგად 30 მარტიდან დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.

"ტელესკოლა" დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. საეთერო ბადე ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს "ტელესკოლის" ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.

განათლების პროგრამით ონლაინ სწავლება დედაქალაქიდან ახალციხეში ჩამოსულმა მოსწავლეებმაც დაიწყეს. საბა იველაშვილი და ზუკა ლაზარაშვილი ონლაინ გაკვეთილებს სკოლაში სიარულს ამჯობინებენ.


ახალი პროექტი 15 წუთიან ვიდეოგაკვეთილებს ითვალისწინებს, რომელიც ყველა საგანს მოიცავს და ყველა მოსწავლეზე იქნება გათვლილი, მათ შორის, აბიტურიენტებზეც. პროექტი "ტელესკოლა" აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის გაუწევს რეკომენდაციას.
| Print |