კორონავირუსი საქართველოში კიდევ 2 პირს დაუდგინდა
საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ამ დროისთვის დაავადებულთა საერთო რაოდენობა 77- მდე გაიზარდა.
აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელებული და კლინიკიდან გაწერილია.
კარანტინის რეჟიმში 4 055 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.