COVID19
26 მარტს, აშშ-ში კორონავირუსით, 15 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 24 000 ადამიანს მიაღწია.

ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, ყველაზე დიდი მსხვერპლი იტალიაშია, სადაც ვირუსის შედეგად 8 215 ადამიანი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ესპანეთი, სადაც დაღუპულთა რაოდენობამ 4 365-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით ესპანეთმა ჩინეთს თითქმის 1 000-ით გაუსწრო.

2 234 ადამიანი დაიღუპა ირანში, ათას შვიდასამდე საფრანგეთში. ათას ორასს გადააჭარბა დაღუპულთა რიცხვმა აშშ-შიც.

საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 529 ათასს აჭარბებს. მათგან 123 300-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, მილიარდობით ადამიანს შეზღუდვები აქვს დაწესებული. კარანტინის რეჟიმი მოქმედებს იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, ისრაელში, აშშ-ის რამდენიმე შტატში, ასევე ინდოეთში.
| Print |