COVID19
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, 21 პირი იმყოფება კარანტინში
აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან დღეს, 27 მარტს, დილით კიდევ ერთ პირი გაეწერა. ბოლო სამი  დღის განმავლობაში კი საკარანტინო პერიოდის დასრულების გამო კლინიკა 22-მა მოქალაქემ დატოვა.

ამ დროისათვის ფილტვის ცენტრში 2ქ პირია განთავსებული. თითო პაციენტი თითო პალატაშია მოთავსებული. მათ ორი კვირის განმავლობაში აკვირდებიან. კარანტინში მყოფებს ტემპერატურული სკრინინგი უტარდებათ, საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში კი პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აგზავნიან.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მყოფი ყველა პირი საქართველოს მოქალაქეა. ცენტრის დირექტორის თქმით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.

„43 გვყავდა და დღეს დილით, კიდევ 1 პაციენტი გავუშვით. ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს ინფორმაციას ყოველ სამ საათში ერთხელ ვაწვდით. აბასთუმნის ფილტვის ცენტრი საჭიროების შემთხვევაში მზად არის დამატებით 20 პირის მისაღებად“,
- განაცხადა ფილტვის ცენტრის დირექტორმა რევაზ ჟღენტმა.
| Print |