COVID19
კორონავირუსზე 5 ჯარისკაცის ანალიზის პასუხი ცნობილია
ვაზიანიდან თბილისში გადმოყვანილ 5 ჯარისკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი"
, - წერია განცხადებაში.

ჯარისკაცები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
| Print |