COVID19
კორონავირუსით მსოფლიოში 28 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოს დროით, 28 მარტის 15:00 სთ მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა 613 882-ს მიაღწია, 28 231 გარდაიცვალა, ხოლო 137 247 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება გასული, 27 მარტის მონაცემებს: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიაშია და 919-ს შეადგენს, 773 - ესპანეთში, 401 - ამერიკაში, 299 - საფრანგეთში. სულ, მხოლოდ 27 მარტს COVID19 -ით 3273 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით 27 მარტს, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დაინფიცირდა 2 469 ადამიანი. მათ შორის თურქეთში - 2 069, რუსეთში - 196, სომხეთში - 329 და აზერბაიჯანში - 165 ადამიანი. მეზობელი ქვეყნებიდან გარდაცვალების 100 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის სულგარდაცვლილია თურქეთში - 92, რუსეთში - 4, აზერბაიჯანში - 3 და სომხეთში - 1.

რაც შეეხება დაინფიცირების ფაქტებს, სათავეშია:

აშშ - 18 691
ესპანეთი - 7 933
გერმანია - 6 933
იტალია - 5 909
საფრანგეთი - 3 809
ირანი - 2 926
ინგლისი - 2 885
თურქეთი - 2 069
ჰოლანდია - 1 172
შვეიცარია - 1 117.


27 მარტის მონაცემებით, ჯამში 596 312 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 27 341 გარდაიცვალა, ხოლო 132 676 გამოჯანმრთელდა.
| Print |