COVID19
,,ღვთისმსახურება ტაძრებში ჩვეულებრივად გაგრძელდება" - დეკანოზი ნიკოლოზი
ამაღლების სახელობის ტაძარში დღეს, სადღესასწაულო წირვის შემდეგ მიცვალებულთა პანაშვიდი ჩატარდა.

ეკლესია დიდი მარხვის პერიოდში, ორმოცი დღის განმავლობაში იხსენიებს მიცვალებულებს. მარხვის დაწყებისთანავე მრევლის წევრები ჩამოწერენ მიცვალებულთა მოსახსენებელს, რომელსაც ეწოდება ორმოცდღიანი მოსახსენიებელი და დატოვებენ ტაძრის მესანთლესთან ან ტაძრის მსახურთან, რომელსაც დავალებული აქვს მოსახსენებელთა შეგროვება; მოძღვარი კი 40 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ატარებს პანაშვიდს და მოიხსენიებს გარდაცვლილთა სულებს.

მიცვალებულთა საყოველთაო, საზოგადო მოხსენიება დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს დაწესებულია შემდეგი მიზეზით: დიდი მარხვის დროს მოხსენიება ყოველდღიურად ვერ ხერხდება საეკლესიო ღვთისმსახურების დროს, რადგან მოხსენიება დაკავშირებულია საღმრთო ლიტურგიასთან, რომელიც დიდ მარხვაში მხოლოდ შაბათს და კვირას ტარდება. ამიტომ დაწესებულია გაძლიერებული მოხსენიება დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს.

საკურთხი მიცვალებულთა სახელზე ამ დღეებში სამარხვო კერძებით მზადდება.

წირვა პანაშვიდთან ერთად დეკანოზმა ნიკოლოზმა ჩაატარა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნებისმიერ ღვთისმსახურება ტაძრებში რეგულაციების გათვალისწინებითა და წესების დაცვით ხორციელდება.

რაც შეეხება მრევლს, მათი აზრით, წესებისა და რეგულაციების დაცვით ჩატარებული ღვთისმსახურების დროს, დაინფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაშინ როცა სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში ეს წესები ნაკლებად არის დაცული და მითუმეტეს არსებობს თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები. ახალციხელები ხელისუფლებას ამი მიმართულებით მონიტორინგი გამკაცრებას მოითხოვენ.


| Print |