COVID19
BBC-ის ჟურნალისტები მაყურებლის წინაშე შავი სამოსით წარსდგნენ
დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსით, საქართველოს დროით 28 მარტის 17 საათის მონაცემებით, 14 543 ადამიანი დაინფიცირდა, 759 გარდაიცვალა და 135 გამოჯანმრთელდა. გასული დღის 24 საათში კი ბრიტანეთის 181 მოქალაქე გარდაიცვალა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო BBC-ის წამყვანები გლოვის ნიშნად შავი ფერის სამოსით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.

დაინფიცირებულთა შორის არის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ბორის ჯონსონს კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ www.bbc.com იუწყება.


გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონი თვითიზოლაციაში იმყოფება.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში სიმპტომები შევნიშნე, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას", - აცხადებს ჯონსონი.
| Print |