COVID19
სამცხე-ჯავახეთში კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, თვითიზოლაციაში 668 პირი იმყოფება.

28 მარტის მდგომარეობით, ყველაზე მეტი პირი ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია 333-ი, ყველაზე ცოტა კი ადიგენში - 9 პირი. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს: ნინოწმინდაში - 185, ახალციხეში - 103, ასპინძაში - 11 და ბორჯომში - 27 პირი იმყოფება.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ჯანდაცვის წარმომადგენლები სამართალდამცველებთან ერთად პირველი ზარის შემთხვევაში გადიან შემთხვევის ადგილზე და ურჩი მოქალაქეები შესაბამის ადგილზე გადაჰყავთ.

რაც შეეხება კარანტინს, რეგიონში 5 საკარანტინე სივრცეა - აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, ახალციხის ერთ და ბაკურიანის სამ სასტუმროში.

ორკვირიან სავალდებულო პერიოდს ხუთივე საკარანტინე სივრცეში 486 პირი გადის.
| Print |