COVID19
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

ამ დროისთვის დაავადებულთა საერთო რაოდენობა 90 - მდე გაიზარდა.

აქედან 16 უკვე გამოჯანმრთელებული და კლინიკიდან გაწერილია.

კარანტინის რეჟიმში 4 695 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 271.
| Print |