COVID19
,,უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ 2 თვე"-ამირან გამყრელიძე
,,საშიშროება სერიოზულია. მომავალი ერთი თვე ძალიან რთული იქნება. ეს ოთხი კვირა ემთხვევა ყველაზე უფრო დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. უნდა დავემორჩილოთ ჯანდაცვის უწყებების მოწოდებებს და მივყვეთ რეკომენდაციებს, თუ არადა ამ ოთხი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების დიდი საფრთხეა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

"ვუყურებ, რომ მოეშვა ცოტა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში, მანქანით იქნება თუ ფეხით, ისევ არის თავშეყრა. ვერავის აუკრძალავ, რომ რაღაც უხაროდეს, მაგრამ საგანგებო ვითარებაში ვართ, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე.

ამიტომ, ვთხოვთ კიდევ ერთხელ ყველას, დავიცვათ ის რეჟიმი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო. სოციალური დისტანცირება ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე მძაფრი იარაღია. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე მაინც, რომ ვიყოთ სახლებში, განსაკუთრებით ხანდაზმულები, ავადმყოფები ქრონიკული დაავადებებით, მაღალი რისკის მქონე ადამიანები. დაიცვას ყველამ კარანტინი",
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
| Print |