COVID19
კორონავირუსის ეპიცენტრად ქცეული ამერიკა და იტალია
საქართველოს დროით, 29 მარტის 15:00 სთ მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა 678 089-ს მიაღწია, 31 743 გარდაიცვალა, ხოლო 146 319 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება გასული, 28 მარტის მონაცემებს: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიაშია და 889-ს შეადგენს, 844 - ესპანეთში, 525 - ამერიკაში, 319 - საფრანგეთში. სულ, მხოლოდ 28 მარტს COVID19 -ით 3 516 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით 28 მარტს, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დაინფიცირდა 9 255 ადამიანი. მათ შორის თურქეთში - 1 704, რუსეთში - 228, სომხეთში - 407 და აზერბაიჯანში - 182 ადამიანი. მეზობელი ქვეყნებიდან გარდაცვალების 117 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის სულ გარდაცვლილია თურქეთში - 108, რუსეთში - 4, აზერბაიჯანში - 4 და სომხეთში - 1.

რაც შეეხება დაინფიცირების ფაქტებს, სათავეშია:

აშშ - 19 452
ესპანეთი - 7 516
გერმანია - 6 824
იტალია - 5 974
საფრანგეთი - 4 611
ირანი - 3 076
ინგლისი - 2 546
ბელგია - 1850
თურქეთი - 1 704
ჰოლანდია - 1 159
შვეიცარია - 1 148.


28 მარტის მონაცემებით, ჯამში 663 079 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 30 857 გარდაიცვალა, ხოლო 141 476 გამოჯანმრთელდა.
| Print |