COVID19
საქართველოში კორონავირუსისგან 18 პირი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების 18 შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულებს შორის არის 2 ბავშვი - ამის შესახებ დღეს ინფეცქიური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

,,გაგეხარდებათ და გეტყვით, რომ გამოჯანმრთელებულებს შორის 2 ბავშვია. სულ არსებული 5 ინფიცირებული ბავშვიდან 2 უკვე გამოჯანმრთელებულია. სამი დაგვრჩება, მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კი, ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 პაციენტი რჩება.

​ქვეყანაში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა.
| Print |