COVID19
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

ამ დროისთვის დაავადებულთა საერთო რაოდენობა 91 - მდე გაიზარდა.

აქედან 18 უკვე გამოჯანმრთელებული და კლინიკიდან გაწერილია.

კარანტინის რეჟიმში 4 717 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 268.
| Print |