COVID19
პიკს 2-3 კვირის შემდეგ ველოდებით, თუმცა ის შეიძლება იყოს მდორე - თენგიზ ცერცვაძე

 

თბილისის იფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით იფიცირების პიკი 2-3 კვირის შემდეგ არის მოსალოდნელი. თუმცა, ცერცვაძე ფიქრობს, რომ ინფიცირების განსაკუთრებული მატება არ იქნება.

"მე მაინც მგონია, რომ გაგრძელდება ეს ტენდენცია - მატება, მაგრამ ზომიერი. არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულს. თუ პიკი იქნება, შეიძლება ის იყოს მართლა პიკი და შეიძლება იყოს მდორე პიკი. ეს იქნება სადღაც 2-3 კვირის მერე", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების მატების შემთხვევაში, პაციენტების მისაღებად საავადმყოფოები მზად არიან.

"საწოლების რესურსი სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი. დღეისთვის მობილიზებულია 460 საწოლი. როდესაც ავადმყოფების რაოდენობა 91-ია და არც ისე ჩქარა იმატებს, 460 საწოლი აბსოლუტურად საკმარისია, თან ეს არის 8 საავადმყოფოში და მთელ რეგიონში - ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თბილისში, საჩხერეში.

გარდა ამისა, არსებობს გეგმა B, რომელიც გულისხმობს დაახლოებით, 1 700 საწოლის მობილიზებას და გეგმა C რომელიც გულისხმობს 3 600 საწოლის მობილიზებას. ცუდ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენ, რომ ამაზე მეტი საწოლი დაგვჭირდეს.

სასუნთქი აპარატების რაოდენობა ქვეყანაში არის 2 000. დავუშვათ, რომ ყველა მათგანი წესრიგში არ არის, ზოგიერთი მათგანი მოძველებულია. გამორიცხულია 500 კრიტიკული ავადმყოფი გვყავდეს, ჩვენ შეიძლება გვყავდეს 2 000-3 000 ავადმყოფი, მაგრამ კრიტიკული ავადმყოფები მათგან მგოლოდ 5%-ია. ასეთია მსოფლიო სტატისტიკა
", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "იმედის" ეთერში.

 

| Print |