COVID19
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 პირს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 6 ადამიანს კონტაქტი ბოლო 2 ინფიცირებულთან ჰქონდა.
„დღეს დილით მონაცემებით გაქვს 97 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ გუშინ 1 შემოგვემატა, წყაროა ინგლისი. დანარჩენი, დღეს დამატებული 6 პაციენტების წყარო ცნობილია. ის ბოლო ორი შემთხვევა, რომელიც ჩვენ ვიცით, აი, იმ ბოლო 2 შემთხვევის კონტაქტია ესენი. მათგან მოთავსებულია 4 გორის ჰოსპიტალში და 2 საუნივერსიტეტო კლინიკაში”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
კარანტინის რეჟიმშია 4 876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264 პირი.
ინფორმაციისთვის, 97 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.
გააზიარეთ :