კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ამ დროისთვის დაავადებულთა საერთო რაოდენობა 98 - მდე გაიზარდა.
აქედან 18 უკვე გამოჯანმრთელებული და კლინიკიდან გაწერილია.
კარანტინის რეჟიმში 4 978 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 266.