COVID19
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია. შესაბამისი განცხადება გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

„გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი,სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ - განაცხადა გახარიამ.

100 დაინფიცირებულიდან გამოჯანმრთელდა 18 პირი, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 978 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 266.
| Print |