COVID19
საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საქართველოს პრემიერის განცხადებით, პრობლემა არის ის ფაქტი, რომ 3 დაინფიცირების შემთხვევის წყარო ვერ დგინდება. გიორგი გახარიამ მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა და 31 მარტის დილის 8 სთ-დან საყოველტაო კარანტინი გამოაცხადა.

იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მათ შორის მეტროთი.

მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მაქსიმუმ 3 პირის შემთხვევაში.

ასევე, სასურსათო მაღაზიებში დასაშვებია, მხოლოდ 3 ადამიანის ყოფნა.

აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების გარეთ გასვლა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიდიან მახლობლად მდებარე აფთიაქებში, სასურსათო მაღაზიებსა და საავადმყოფოებში.

21:00 სთ-დან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი.

პირთა გადაადგილების კონტროლის მიზნით, მოეწყობა საკარანტინო კონტროლი, რომელსაც განახორციელებს შსს და თავდაცვა.

ნებისმიერ მოქალაქე ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

რეგიონებში შეიქმნება სპეციალური შტაბები.
| Print |