COVID19
კორონავირუსი და მსოფლიო სტატისტიკა
საქართველოს დროით, 30 მარტის 18:00 სთ მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა 739 385 -ს მიაღწია, 35 019 გარდაიცვალა, ხოლო 156 588 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება გასული, 29 მარტის მონაცემებს: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი ამჯერად ესპანეთშია და 821-ს შეადგენს, 756 - იტალიაში, 292 - საფრანგეთში, 264 ამერიკაში და 209 დიდ ბრიტანეთში. სულ, მხოლოდ 29 მარტს COVID19 -ით 3 110 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით 29 მარტს, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დაინფიცირდა 11 384 ადამიანი. მათ შორის თურქეთში - 9 217, რუსეთში - 1 534, სომხეთში - 424 და აზერბაიჯანში - 209 ადამიანი. მეზობელი ქვეყნებიდან გარდაცვალების 146 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის სულ გარდაცვლილია თურქეთში - 131, რუსეთში - 8, აზერბაიჯანში - 4 და სომხეთში - 3.

რაც შეეხება დაინფიცირების ფაქტებს, სათავეშია:

აშშ - 18 882
ესპანეთი - 6 875
იტალია - 5 217
გერმანია -4 740
ირანი - 2 901
საფრანგეთი - 2 599
ინგლისი - 2 433
თურქეთი - 1 815
ბელგია - 1702
ჰოლანდია - 1 104



29 მარტის მონაცემებით, ჯამში 722 359 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 33 966 გარდაიცვალა, ხოლო 151 312 გამოჯანმრთელდა.
| Print |