COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღეს დილამდე ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რამდენიმე შემთხვევაში პირველწყარო არ არის ცნობილი.

“ახალი ინფიცირებულებიდან კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ჩვენი ცენტრის შემთხვევების წყარო ცნობილია, ეს არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული. დანარჩენ შემთხვევებთან, პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში არ არის ცნობილი, მაგრამ ნაწილობრივ დანარჩენებში ცნობილია კონტაქტებიდან გამომდინარე”
, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კარანტინის რეჟიმშია 5 114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263 პირი.

ინფორმაციისთვის, 108 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია. მათ შორისაა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.
| Print |