COVID19
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4 995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278 პირი.

ინფორმაციისთვის, 110 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.

 

| Print |