COVID19
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულებს შესაძლოა, გამოჯანმრთელებულების სისხლით უმკურნალონ

 

საქართველოში COVID-19-ის მკურნალობისას გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის გამოყენებაზე მუშაობენ, - ამის შესახებ ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა განაცხადა. როგორც მეჭურჭლიშვილი ამბობს, პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს სისხლის ბანკის მოძიება, სადაც უშუალოდ მოხდება პლაზმის დამზადება. ქვეყანაში კი მისი განმარტებით, არსებობს სისხლის ბანკი, რომელსაც ამის შესაძლებლობა და რესურსი აქვს.

“ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა, 14 დღე არ გასულა პირველი პაციენტის გამოჯანმრთელების შემდეგ, ამიტომ ჩვენ სამწუხაროდ, ჯერ ანტისხეულების ტიპის განსაზღვრა არ შეგვიძლია. ამ საკითხზე ვმუშაობთ, ვიცით სად შეიძლება პლაზმის აღება და დამზადება. ჯერჯერობით დამოკიდებულები ვართ, გამოჯანმრთლებული პაციენტების რაოდენობაზე და იმ ადამიანებზე ,ვინც ამ პლაზმას საჭიროებს. პლაზმის აღების საშუალება გვაქვს ადგილობრივად, ეს უნდა იყოს რომელიმე სისხლის ბანკი და ასეთი ბანკი გვაქვს, სადაც პლაზმის აღება და დამზდება შეგვიძლია.”
-აცხადებს ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 24 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ სამედიცინო დაწესებულებებს უკვე დართო ნება, რომ ამერიკაში კორონავირუსის მკურნალობაში უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენონ. პირველი კლინიკური კვლევები ჯერ მხოლოდ 5 ადამიანზე ჩატარდა, თუმცა, შედეგები ნამდვილად იმედის მომცემია. კვლევაში მონაწილე 5 პაციენტიდან სამი მალევე გაეწერა საავადმყოფოდან, ხოლო ორის შემთხვევაში მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა.

29 მარტს, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ირკვევა, რომ უკვე შედგა შეხვედრა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომელიც აღნიშნული პროდუქტის დამზადებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიებს ფლობს.

ამ მეთოდს იყენებდნენ ჩინეთშიც, სადაც ჰუბეის პროვინციაში 10 ადამიანი ჯანმრთელი ადამიანის პლაზმის გადასხმის შედეგად გამოჯანმრთელდა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის აღება დაიწყეს ისრაელშიც, სადაც კრიტიკულ მდგომარობაში საავდმყოფოში 20-მდე პაციანტი მკურნალობს.


დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა ინაძის განცხადებით, გამოჯანმრთლებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალობის მეთოდზე საქართველოშიც ფიქრობენ. 

„ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი. ეს მეთოდი საქართველოში გამოყენებული გვაქვს. ჯერ კიდევ, ძველადაც იყენებდნენ, მაგრამ ბოლოს, მძიმე დაავადებების დროს, როცა საქართველოში ყირიმკონგოს ცხელების პირველი შემთხვევა იყო, ინფექციურმა საავადმყოფომ ეს მეთოდი გამოიყენა. მაშინ ჩვენი ყაზახი კოლეგებისგან მივიღეთ, იმიტომ, რომ იმ დროს ჩვენთან ასეთი ავადმყოფი არ იყო. ამას სჭირდება რა? - ძალიან ბევრი გამოჯანრთლებული ადამიანის სისხლი უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ შემდეგ ეს ახალ, მძიმე პაციენტებზე გამოვიყენოთ. ეს მეთოდი ცნობილია და რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ“, - განაცხადა იმნაძემ. 

გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმური მკურნალობა საუკუნეების წინ დაიწყო. მას ჯერ კიდევ 1918 წლის გრიპის პანდემიის დროს იყენებდნენ, თანამედროვე ვაქცინებისა და ანტივირუსული პრეპარატების მიღებამდე. ასევე სწორედ ეს მეთოდი გამოიყენებოდა ისეთ ინფექციურ დაავადებებთან სამკურნალოდ როგორებიცაა ებოლა, SARS, MERS, H1N1 და ცნობილი ესპანკა.
bm.ge

 

| Print |