COVID19
სამცხე-ჯავახეთში საკარანტინე სივრცე 7-მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, თვითიზოლაციაში 241 პირი იმყოფება.

1 აპრილის მდგომარეობით, ყველაზე მეტი პირი ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია 143-ი, ყველაზე ცოტა კი ასპინძაში - 1 პირი. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს: ნინოწმინდაში - 60, ახალციხეში - 22, ადიგენში - 5 და ბორჯომში - 10 პირი იმყოფება.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ჯანდაცვის წარმომადგენლები სამართალდამცველებთან ერთად პირველი ზარის შემთხვევაში გადიან შემთხვევის ადგილზე და ურჩი მოქალაქეები შესაბამის ადგილზე გადაჰყავთ.

რაც შეეხება კარანტინს, რეგიონში 7 საკარანტინე სივრცეა - აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, ახალციხის ერთ და ბაკურიანის ხუთ სასტუმროში.

ორკვირიან სავალდებულო პერიოდს შვიდივე საკარანტინე სივრცეში 487 პირი გადის.


| Print |