COVID19
კორონავირუსის შედეგები მსოფლიოში
საქართველოს დროით, 1 აპრილის 16:00 სთ მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა 875 445 -ს მიაღწია, 43 459 გარდაიცვალა, ხოლო 184 952 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება გასული, 31 მარტის მონაცემებს: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი ამჯერად ამერიკაშია და 912-ს შეადგენს, 837 - იტალიაში, 748 - ესპანეთში, 499 - საფრანგეთში და 381 დიდ ბრიტანეთში. სულ, მხოლოდ 31 მარტს COVID19 -ით 4533 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით 31 მარტს, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დაინფიცირდა 16 698 ადამიანი. მათ შორის თურქეთში სულ - 13 531, რუსეთში - 2337, სომხეთში - 532 და აზერბაიჯანში - 298 ადამიანი. მეზობელი ქვეყნებიდან გარდაცვალების 239 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის სულ გარდაცვლილია თურქეთში - 214, რუსეთში - 17, აზერბაიჯანში - 5 და სომხეთში - 3.

რაც შეეხება დაინფიცირების ფაქტებს, სათავეშია:

აშშ -         188 319 (მათ შორის 31 მარტს - 24 742
იტალია      - 105 798 - 4 053
ესპანეთი      - 95 923 - 7967
გერმანია       -71 808 - 4 923
საფრანგეთი    - 52 128 – 7 578
ირანი           - 44 605 – 3 110
ინგლისი        - 25 150 3 009
შვეიცარია       - 16 605 - 683
თურქეთი        - 13 531 – 2 704
ბელგია -        12 775 - 876
ჰოლანდია -     12 595 - 845
ავსტრია -       10 180 - 562


31 მარტის მონაცემებით, ჯამში 858319 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 42302 გარდაიცვალა, ხოლო 177 931 გამოჯანმრთელდა.
| Print |