COVID19
სამცხე-ჯავახეთის კარანტინში 497 პირი იმყოფება
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, თვითიზოლაციაში 188 პირი იმყოფება.

2 აპრილის მდგომარეობით, ყველაზე მეტი პირი ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია 111-ი, ყველაზე ცოტა კი ასპინძაში - 1 პირი.

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს: ნინოწმინდაში - 50, ახალციხეში - 13, ადიგენში - 5 და ბორჯომში - 8 პირი იმყოფება.

54 პირმა თვითიზოლაციის ვადა დღეს დაასრულა.

რაც შეეხება კარანტინს, რეგიონში 7 საკარანტინე სივრცეა - აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, ახალციხის ერთ და ბაკურიანის ხუთ სასტუმროში.

ორკვირიან სავალდებულო პერიოდს შვიდივე საკარანტინე სივრცეში 497 პირი გადის.
| Print |