COVID19
კორონავირუსი და მსოფლიო
საქართველოს დროით, 2 აპრილის 22:00 სთ მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა 1 000 207 -ს მიაღწია, 51 356 გარდაიცვალა, ხოლო 210 199 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება გასული, 1-ლი აპრილის მონაცემებს: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი ამჯერადაც ამერიკაშია და 1049-ს შეადგენს, 923 - ესპანეთში, 727 - იტალიაში, 563 - დიდ ბრიტანეთში და 509 - საფრანგეთში. სულ, მხოლოდ 1 აპრილს, COVID19 -ით 4890 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით 1-ლ აპრილს, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დაინფიცირდა 19 386 ადამიანი. მათ შორის თურქეთში სულ - 15 679, რუსეთში - 2777, სომხეთში - 571 და აზერბაიჯანში - 359 ადამიანი. მეზობელი ქვეყნებიდან გარდაცვალების 239 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის სულ გარდაცვლილია თურქეთში - 277, რუსეთში - 24, აზერბაიჯანში - 5 და სომხეთში - 4.

რაც შეეხება დაინფიცირების ფაქტებს, სათავეშია:

აშშ - 215 003 - მათ შორის 1-ლ აპრილს - 26 473
იტალია -       110 574 - 4 782
ესპანეთი -     104 118 - 8 195
გერმანია -      77 981 - 6 173
საფრანგეთი -   56 989 – 4 861
ირანი -           47 593 – 2 988
ინგლისი -      29 474 – 4 324
შვეიცარია -    17 768 - 1 163
თურქეთი -     15 679 – 2 148
ბელგია -         13 964 - 1 189
ჰოლანდია -    13 614 - 1 019
ავსტრია -        10 711 - 531


1-ლი აპრილის მონაცემებით, ჯამში 935 197 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 47 192 გარდაიცვალა, ხოლო 193 989 გამოჯანმრთელდა.
| Print |