COVID19
134 დადასტურებული შემთხვევა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 134-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge -ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5 550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი.
ინფორმაციისთვის, 134 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.
დაინფიცირებულთა შორის 7 პირი ეროვნული ბანკის თანამშრომელია, რომელთა ნაწილს მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონდა და სავარაუდოდ ფულით დაინფიცირდა.
გააზიარეთ :