COVID19
,,თუ კლინიკა იქცა ინფიცირებულთა სამკურნალოდ, მაშინ 50 პაციენტის მიღებას შევძლებთ" - ბესიკ ბურჯალიანი
ახალციხის რეფერალური საავადმყოფო ორმაგ რეჟიმში - მრავალპროფილური და ცხელების მიმართულებით მუშაობს.

ცხელების ცენტრში პაციენტების მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის მიხედვით ხდება.

მიმღებ განყოფილებაში სამი სპეციალური ზონაა გამოყოფილი, სადაც ცხელების დიაგნოზით შესულ პაციენტებს იკვლევენ.

კლინიკური მენეჯერი ბესიკ ბურჯალიანი აცხადებს, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით შესული პაციენტების მოსათავსებლად ამ დროისათვის სამი იზოლირებული ბოქსი ფუნქციონირებს, საერთო ჯამში კი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოს ერთდროულად, 12 ასეთი პაციენტის მიღება შეუძლია.
| Print |