COVID19
,,შემოწმება აუცილებელია ჩვენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის" - მგზავრები ბლოკპოსტების ფუნქციონირებაზე
ახალციხის ორ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამი დღის განმავლობაში 40-მდე პირი დაჯარიმდა.

ძირითადი დარღვევა კომენდანტის საათის დროს გარეთ გასვლა და ავტომობილში სამ პირზე მეტი მგზავრის ყოფნა აღმოჩნდა.

სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში აცხადებს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა პირველ ორ დღეს დაფიქსირდა, ვიდრე მოსახლეობა პრეზიდენტის დეკრეტით გამოცემული წესების შესრულებას გაითავისებდა.


ბესიკ ამირანაშვილის თქმით, კანონი უნდა შესრულდეს, რათა დაინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული.
| Print |