COVID19
,,ახალციხის ბაზრის დაკეტვა ჯერ არ იგეგმება" - ბესიკ ამირანაშვილი
ახალციხის სავაჭრო ცენტრი სადეზინფექციო სამუშაოების გამო 4 და 5 აპრილს არ იმუშავებს.

დანარჩენ დღეებში ბაზარი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

ვითარების გაკონტროლება ,,ალფა მარკეტში" ერთი კვირის წინ, 29 მარტს გახდა შეუძლებელი.

მაშინ, როცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოქალაქეებისა და მყიდველების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

დაუცველი რეგულაციების გამო ახალციხის ბაზარი 15 ათასი ლარით დაჯარიმდა.

მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ ახალციხეში ამ დროისათვის ბაზრის დაკეტვა არ იგეგმება, თუმცა მომავალში გადაწყვეტილების მიღება ვითარების შესაბამისად მოხდება.

| Print |