COVID19
კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge -ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5 526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

ინფორმაციისთვის, 155 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია.
| Print |