სამცხე-ჯავახეთში კარანტინს 457 პირი გადის
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, თვითიზოლაციაში 20 პირი იმყოფება.
4 აპრილის მდგომარეობით, ყველაზე მეტი მოქალაქე ბორჯომის მუნიციპალიტეტშია 7-ს შეადგენს, ყველაზე ცოტა კი ადიგენში - 1 პირი.
რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს: ნინოწმინდაში - 2, ახალციხეში - 4, ახალქალაქში - 6 პირი, ხოლო ასპინძაში იმყოფება.
რაც შეეხება კარანტინს, რეგიონში 7 საკარანტინე სივრცეა - აბასთუმნის ფილტვის ცენტრში აღარავინ იმყოფება, ახალციხეში - 62-ია, ხოლო ბაკურიანის ხუთ სასტუმროში - 395 მათგანია გადანაწილებული.
ორკვირიან სავალდებულო პერიოდს ექვსივე საკარანტინე სივრცეში 457 პირი გადის.