COVID19
სომხეთში, კორონავირუსით 770 ადამიანი დაინფიცირდა
სომხეთში, 4 აპრილის 19:00 სთ -ის მდგომარეობით, 34 ახალი დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 770 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 43 და გარდაიცვალა 7 ადამიანი.

საქართველოს დროით, 4 აპრილის 19:00 სთ მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა 1 152 751 -ს მიაღწია, 61 625 გარდაიცვალა, ხოლო 240 117 გამოჯანმრთელდა.
| Print |