COVID19
159 ინფიცირებული და 31 გამოჯანმრთელებული - საქართველოს სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 31 ადამიანი. დღეს, 4 აპრილს, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა ერთი პირის გარდაცვალების ფაქტი.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამჟამად, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 344 მოქალაქე.
| Print |