COVID19
108 ათასამდე დაინფიცირებული და 60 ათასამდე გარდაცვლილი - 3 აპრილის მსოფლიო სტატისტიკა
საქართველოს დროით, 4 აპრილის 23:30 სთ მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა 1 190 081 -ს მიაღწია, 64 142 გარდაიცვალა, ხოლო 246 062 გამოჯანმრთელდა.

საგანგაშო მდგომარეობაა ამერიკაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში. ევროპის ცენტრალურ ქვეყნებს შეერთებულ შტატებთან ერთად უჩინარ მტერთან გამკლავება უჭირთ. რთული მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც.

რაც შეეხება გასული, 3 აპრილის მონაცემებს: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი ამჯერადაც ამერიკაშია და 1 328-ს შეადგენს, 1 120 - საფრანგეთში, 850 - ესპანეთში, 766 - იტალიაში და 686 - დიდ ბრიტანეთში. სულ, მხოლოდ 3 აპრილს, COVID19 -ით 5 997 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით 3 აპრილს, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დაინფიცირდა 26 249 ადამიანი. მათ შორის თურქეთში სულ - 20 921, რუსეთში - 4 149, სომხეთში - 736 და აზერბაიჯანში - 443 ადამიანი. მეზობელი ქვეყნებიდან გარდაცვალების 471 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის სულ გარდაცვლილია თურქეთში - 425, რუსეთში - 34, სომხეთში - 7 და აზერბაიჯანში - 5.

რაც შეეხება დაინფიცირების ფაქტებს, სათავეშია:

აშშ - 277 161 - მათ შორის 3 აპრილს - 32 284
იტალია - 119 827 - 4 585
ესპანეთი - 119 199 - 7 134
გერმანია - 91 159 - 6 365
საფრანგეთი - 82 165 – 23 060
ირანი - 53 183 – 2 715
ინგლისი - 38 168 – 4 450
შვეიცარია - 19 606 - 769
თურქეთი - 20 921 – 2 786
ბელგია - 16 770 - 1 422
ჰოლანდია - 15 723 - 1 026
კანადა - 12 375 - 1 092

3 აპრილის მონაცემებით, ჯამში 1 116 643 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 59 170 გარდაიცვალა, ხოლო 228 405 გამოჯანმრთელდა.
| Print |