COVID19
6 კომპანია და 1 ფიზიკური პირი - StopCoV ფონდის ყველაზე მსხვილი შემომწირველები
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი StopCoV ფონდის ყველაზე მსხვილი შემომწირველების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

3 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში ყველაზე მსხვილი შემოწირულობები განახორციელეს:

"მაგთიკომმა" (3 მლნ ლარი), "კავკასუს ონლაინმა" (1 მლნ ლარი), „არ ემ ჯიმ“ (1 მლნ ლარი), "სილქნეტმა" (1 მლნ ლარი), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (1 მლნ ლარი), "სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" (1 მლნ ლარი) და ფიზიკურმა პირმა ირაკლი გილაურმა (1 მლნ ლარი).

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში უკვე 22 მილიონ 800 ათასი ლარია მობილიზებული.

| Print |