COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5 056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386 პირი.

ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 36 მოქალაქე, გარდაიცვალა ორი პაციენტი.

 

| Print |