სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა
სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსი 20 ადამიანს დაუდგინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 853-ს მიაღწია. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
როგორც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, 8 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხოლო 35-ის მძიმე.
კორონავირუსს ქვეყანაში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.