COVID19
საქართველოში კორონავირუსისგან 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ორმა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4 682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 375 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 3 გარდაიცვალა.
გააზიარეთ :