COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 4 559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353 პირი.

ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 211 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

| Print |