COVID19
COVID-19-ით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საფრანგეთში, სტრასბურგში, კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა სტრასბურგში, ახალგაზრდა ქალი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა იმნაძემ ბრიფინგზე.

ჯამში, უცხოეთში COVID-19-ით საქართველოს 6 მოქალაქეა გარდაცვლილი.

საქართველოს ერთი მოქალაქე კორონავირუსით ნიუ-იორკში გარდაიცვალა. COVID-19-ით ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დაიღუპა - 74 წლის ქალი, 65 წლის კაცი და ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მე-5 მოქალაქე ვირუსს დიდ ბრიტანეთში ემსხვერპლა.

 

| Print |