COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4 908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 429 პირი.

ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 234 ადამიანიდან 54 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.
| Print |