COVID19
ხაშურის სოფელ ხიდისყურში, სადაც კორონავირუსის ფაქტი დადასტურდა, მიმოსვლა გამკაცრდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყური, სადაც 12 აპრილს, "კოვიდ 19"-ის შემთხვევა დადასტურდა, მიმოსვლა გამკაცრებულია. იქ შესვლა-გამოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც აკრძალულია.

ჯერ არ არის ცნობილი ოჯახის სხვა წევრების დიაგნოზი, თუმცა ისინი კარანტინში უკვე გადაიყვანეს. როგორც ადგილზე ყვებიან, თვითიზოლაციის მითითება მიეცა პაციენტის მეზობელ 5 სულიან ოჯახსაც, რომელიც დაავადებულთან ახლო კონტაქტში იყო.

ამ დრომდე დაკეტილია ის ქსელური მაღაზიაც, სადაც დაავადებული ქალი ხშირად დადიოდა.

იმ პირთა ანალიზის პასუხები, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ ახალგაზრდა ქალთან პირდაპირ კონტაქტში იყვნენ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. 

ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა გუშინ დადასტურდა. დაინფიცირებული 36 წლის ქალი ოჯახის წევრებთან ერთად თბილისშია გადმოყვანილი.
| Print |